თანამედროვე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები
Coordinate არის საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ბაზარზე.ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ ინჟინრებს, გეოდეზისტებს და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის საინჟინრო გადაწყვეტილებებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს საავტომობილო გზების და მასთან დაკავშირებული მცირე თუ დიდი ხელოვნური ნაგებობების პროექტირებას: სახიდე გადასასვლელები, საყრდენი კედლები, მიწისქვეშა და მიწისზედა გზაგამტარები, წყალგამტარი მილები და ა.შ
საქმიანობის სფეროდან გამომდინარე ძირითად დამკვეთს მაინც სახელმწიფო წარმოადგენს, თუმცა პრაქტიკაში ხშირია კერძო შემკვეთები: კერძო ენერგეტიკული ობიექტებისთვის (ჰესები) საავტომობილო გზების დაპროექტება, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებისთვის გზების ოპტიმალურად დაგეგმარება, კერძო აგარაკებისთვის მისასვლელი გზების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის დაპროექტება და ა.შ.
ნებისმიერი დანიშნულებისთვის საავტომობილო გზის საუკეთესო ვარიანტის შერჩევა და დაპროექტება ჩვენი საქმეა.
რატომ Coordinate?
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ინფრასტრუქტურული პროექტების სრულ ციკლს – საწყისი კვლევებიდან დაწყებული, დეტალური დაპროექტებით დამთავრებული:
საპროექტო მომსახურება:
- საავტომობილო გზების დაპროექტება – თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, ტრანსპორტის ნაკადების ოპტიმიზაციით
- სახიდე გადასასვლელების დაპროექტება – უსაფრთხო და გამძლე კონსტრუქციების შემუშავება
- წყალგამტარი მილების დაპროექტება – ეფექტური წყალარინების სისტემების შექმნა
კვლევითი მომსახურება:
- სრული გეოდეზიური მომსახურება – ზუსტი ტოპოგრაფიული კვლევები და აზომვები
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები – გრუნტების შესწავლა და ანალიზი
- ჰიდროლოგიური კვლევები – წყლის რესურსების შეფასება და მართვა
დამატებითი სერვისები:
- ეზოს ლანდშაფტური დაგეგმარება – ესთეტიური და ფუნქციონალური გარემოს შექმნა
- პროფესიული კონსულტაცია ინფრასტრუქტურულ საინჟინრო საკითხებზე
ჩვენი პარტნიორები

